среда, 19 мая 2010 г.

პროექტი –ქართველი წმინდანები

   პროექტის სახელწოდება-ქართველი წმინდანები

   პროექტის მოკლე აღწერა-მოსწავლეები გაეცნობიან ქართველ  წმინდანებს,მოიძიებენ მასალას მათ ცხოვრებაზე.

   პროექტის სრული აღწერა-მოსწავლეებმა შეისწავლეს ,,შუშანიკის  წამება''. ამის შემდეგ მათ გაუჩნდათ ინტერესი მოეძიებინათ მასალა სხვა ქართველ წმინდანებზე . მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად, იქმნება ოთხი  ჯგუფი. ისინი ირჩევენ წმინდანებს და იწყებენ მუშაობას მათი ცხოვრების შესასწავლად. მოსწავლეები შეადარებენ სხვადასხვა პერიოდში წმინდანებად შერაცხული ადამიანების ღვაწლს და მიხვდებიან, რომ  მათი ცხოვრება განსხვავებულია, მაგრამ მიზანი_ ერთი. ბავშვები მივლენ იმ დასკვნამდე, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართველთა თვითშეგნებაში რწმენა ეროვნულ იდეასთან მუდმივ კავშირში იყო.კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ ქრისტიანობა   უდიდეს როლს თამაშობდა ქვეყნის ისტორიაში. თავიანთ პრეზენტაციებში   სიტყვიერ ინფორმაციასთან ერთად ჩართავენ საილუსტრაციო ფოტოსურათებსაც. 

   მონაწილეთა ასაკი-14–15 წელი

   პროექტის ხანგრძლივობა-1 თვე

   პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში-ჯგუფური მუშაობა, მასალის მოძიება და დახარისხება, წიგნთან დაახლოება, ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, პრეზენტაციების გაფორმება ფოტოსურათებით.

   მოსალოდნელი შედეგები–ბავშვები შექმნიან ელექტრონულ წიგნს ქართველი წმინდანების შესახებ ფოტოსურათების დართვით. დროდადრო შეავსებენ მას ახლადმოძიებული მასალებით.


   სარგებელი სხვებისათვის–დაინტერესებული პირი შეძლებს ელექტრონული წიგნის ნახვას.

   სამუშაო ენა–ქართული

   საგნებთან კავშირი–ისტორია, ბავშვებს განუვითარდებათ კვლევის უნარი,შეძლებენ ისტ–ის გამოყენებას.

   პროექტის ფასილიტატორი–თამარ ჭუმბურიძე

   ფასილიტატორის ელ. ფოსტა–chumburidzetatia@gmail.com

   

пятница, 14 мая 2010 г.